
ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ხალხი უკეთესი მომავლისთვის. ვიბრძვით პროგრესისა და თანასწორობისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხმა და შესაძლებლობა შეცვალოს ქვეყანა უკეთესობისკენ.
პარტია ჩამოყალიბდა 2021 წელს, მოქალაქეთა დაკვეთით,
საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ,
ნათლად გამოჩნდა საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკურ
– კლანური ელიტების მიერ ხალხის ხელისუფლების მიტაცების მცდელობა და სურვილი. პარტიის
განვითარების 3 წლიან ეტაპზე, მოხდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის თუ პროფესიონალის
შემოერთება, პოლიტიკური იდეისა და პლათფორმის ჩამოყალიბება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია
ხალხისთვის პოლიტიკური ძალაუფლების დარბრუნებასთან.
ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“
ვინ და, – ჩვენ!
„ჩვენ“ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით! ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა! „ჩვენ“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!
ჩვენი მედია გალერეა გვთავაზობს მიმოხილვას დასამახსოვრებელ გამოცდილებასა და ხაზგასმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ვინ ვართ ჩვენ. გამოიკვლიეთ სურათები და ვიდეოები, რომლებიც მოგვითხრობენ ჩვენს უნიკალურ ისტორიას.
ჩვენი პარტია - ერთიანი ხმა პოლიტიკაში, ჩვენი ხედვა მომავლისთვის.